პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა დღეიდან იგეგმება.
ეპიდემიოლოგების თქმით, პროცესი COVID-თან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
სიაში მოხვდნენ თბილისში მცხოვრები ის პირები, რომლებმაც ვირუსი ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს.
პაციენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. კვლევის მიზანი პოსტკოვიდური სიმპტომის განვითარების პროცენტული დადგენაა. უნდა გამოიკითხოს დაახლოებით 500-მდე ადამიანი. კვლევიდან გამომდინარე პოსტკოვიდური პერიოდისთვის საჭირო ალგორითმი შედგება.