LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტსაბჭოთა ფეხბურთელები ტოპ-ჩემპიონატებში: 2016/17 წლების ვერსია (ფოტოები)

26

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უამრავი სპორტსმენი საზღვარგარეთ წავიდა კარიერის ასაწყობად. ძირითადი ყურადღება ფეხბურთელებზე იყო და ასეა დღემდე. უამრავ ძლიერ ფეხბურთელს უთამაშია წამყვან ევროპულ კლუბებში. მარტო ჩვენი კახი კალაძის „მილანში“ ცხრაწლიანი ყოფნა რად ღირს. ყოფილს საბჭოელებს უთამაშიათ „ინტერში“, „იუვენტუსში“, „ჩელსიში“, „მანჩესტერში“ და სხვა გრანდებში. დღეს ახლო წრსულივით აღარ ეტანებიან საბჭოელ მოთამაშეებს, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
გადავხედოთ პოსტსაბჭოთა ფეხბურთელებს ტოპ-ჩემპიონატებში და ვნახავთ, რომ დიდად სახარბიელო ვითარებაა არ არის. ჩვენებურთაგან კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოხვდა და ისიც მოწინავე პოზიციებზე არ გახლავთ.
დენის ოლეინიკი


მარცხენა ვინგერი, უკრაინა
დარმშტადტი

 

რომან ზოზულია

თავდამსხმელი, უკრაინა
ბეტისი

 

ლევან მჭედლიძე


თავდამსხმელი, საქართველო
ემპოლი

 

არტემ ფედეცკი


მარჯვენა მცველი, უკრაინა
დარმშტადტი

 

არტურ იონიცე


ცენტრალური ნახევარმცველი, მოლდოვა
კალიარი

 

ჰენრიხ მხითარიანი


შემტევი ნახევარმცველი, სომხეთი
მანჩესტერ იუნაიტედი

 

რაგნარ კლავანი


ცენტრალური მცველი, ესტონეთი
ლივერპული

 

ევგენი კონოპლიანკა


მარცხენა ვინგერი, უკრაინა
შალკე

 

დენის ჩერიშევი


მარცხენა ვინგერი, რუსეთი
ვილიარეალი

 

არტემ რუდნევსი


თავდამსხმელი, ლატვია
კიოლნი

 

არტემ კრავეცი


თავდამსხმელი, უკრაინა
გრანადა
განაცხადში ასევე არიან, მაგრამ ჩემპიონატში არ უთამაშიათ:

ვლადლენ იურჩენკო (ნახევარმცველი, უკრაინა, ბაიერი), იგორ ბერეზოვსკი (მეკარე, უკრაინა, დარმშტადტი), ლუკას ჰუფნაგელი (ნახევარმცველი, საქართველო, ფრაიბურგი), დენის ბოიკო (მეკარე, უკრაინა, მალაგა), გედრიუს არლაუსკისი (მეკარე, ლიტვა, უოტფორდი), სერგეი ჩერნიკი (მეკარე, ბელარუსი, ნანსი), გაელ ანდონიანი (მცველი, სომხეთი, მარსელი), იანის იკაუნიეკსი (ნახევარმცველი, ლატვია, მეცი), ედვინას გერტომანასი (მეკარე, ლიტვა, რენი), რომან ჭანტურია (თავდამსხმელი, საქართველო, ემპოლი), მარიუს ადამონისი (მეკარე, ლიტვა, ლაციო), ტიტას კრაპიკასი (მეკარე, ლიტვა, სამპდორია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები