LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყველაზე მაღალი ხელფასებით – რომელ ადგილზე ვართ ჩვენ

322
fuli

რომელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასები და სად არის ამ კუთხით საქართველო – რომელ პოზიციაზე ვიმყოფებით და რა რაოდენობის ხელფასით?

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, მის ადგილზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომლებმაც საკუთარი განვითარების გზა აირჩიეს.

საინტერესოა, რომელმა ქვეყანამ მიაღწია წარმატებას ეკონომიკაში, სად არის ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე და სად აქვთ მისაღები საშუალო ხელფასები?

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს საკუთარი ეროვნული ვალუტა. ამიტომ, საშუალო ხელფასების შესადარებლად მათ ამერიკულ დოლარში გთავაზობთ.

თუ მაღალი ხელფასი გინდათ - ამ ქვეყნებში უნდა იმუშაოთ

პლანეტის ერთ ადგილას ადამიანს შეუძლია დღეში იმდენი გამოიმუშავოს, რასაც მეორე- მთელი თვის განმავლობაში ვერ იშოვის

მე-15 ანუ ბოლო ადგილზე ტაჯიკეთია, სადაც ყველაზე მცირეა საშუალო ხელფასის ოდენობა და 120 დოლარს შეადგენს.

მე-14 პოზიციაზე 177 დოლარით უზბეკეთია – შუა აზიის ამ ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ ნელა იზრდება.

მე-13 ადგილზე თურქმენეთი მოხვდა -198 დოლარით. ეს ყოფილ საკავშირო რესპუბლიკებს შორის ყველაზე დახურული ქვეყანაა.

მე-12 ადგილი: ყირგიზეთი 204 დოლარი

მე-11 ადგილი: უკრაინა 263 დოლარი

მე-10 ადგილი: მოლდოვა 288 დოლარი

მე-9 ადგილი: აზერბაიჯანი 299 დოლარი

მე-8 პოზიცია: სომხეთი 397 დოლარი. სომხეთს აქვს შანსი გაიუმჯობესოს მდგომარეობა, ახალი ხელისუფლების პირობებში

მე-7 ადგილი: ბელარუსი 402 დოლარი

მე-6 პოზიცია: საქართველო 413 დოლარი

მე-5 ადგილი: ყაზახეთი 432 დოლარი

მე-4 ადგილი: რუსეთი 657 დოლარი

მე-3 პოზიცია: ლიეტუვა 903 დოლარი

მე-2 ადგილი: ლატვია 1009 დოლარი

1-ლი ადგილი: ესტონეთი 1313 დოლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g