LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზიცია არ იცვლება, თანამშრომლობა იქნება: როგორია უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გეგმები?

206
53874897-962989300565131-5222977993428697088-o

პარლამენტში, თამარ ჩუგოშვილის კაბინეტში უმრავლესობიდან წასული დეპუტატების კონსულტაციები მიმდინარეობდა. შეხვედრა დასრულებულია, დეპუტატები კი სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. მათი თქმით, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი უჭირთ.

”ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ფრაქციაში მის მიერ დაკავებულ ყველა თანამდებობას ტოვებს. ჩუგოშვილმა ჯერ არ იცის, რა ფორმით  გააგრძელებს თავის გუნდთან მუშაობას.

“ქართულ ოცნებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს. ასევე, მე ვარ საერთაშორისო მდივანი და ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი და ორივე მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა. დავტოვებ ამ თანამდებობებსაც, დანარჩენი როგორი იქნება ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩემს გუნდთან, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები.

არც ერთ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ის, რომ ხელი შევუწყოთ რაიმე პროცესს, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის მომტანი იყოს. უმრავლესობაში არის ბევრი ადამიანი, რომლისთვისაც გუშინდელი კენჭისყრის შედეგები იყო ძალიან მძიმე“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილი.

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ - დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

დეპუტატების პრინციპული გადაწყვეტილება პრინციპულ შედეგზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ჩუგოშვილის მსგავსად, რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთება უჭირს. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან სამომავლოდ შესაძლოა ითანამშრომლოს, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს დაადასტურებს.

“არანაირი გეგმა არ არსებობს, არანაირი გეგმით არ გვიმუშავია. გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, ვერც დავადასტურებ…. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, რომ თანამშრომლობა შეიძლება იყოს ამის მერეც“ – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან თანამშრომლობა არც არჩილ თალაკვაძემ გამორიცხა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დღეს თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, წასული დეპუტატები პოზიციას არ იცვლიან, შეხვედრაზე კი სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

„ამ მომენტისთვის როგორც მინიმუმ ვიცით, რომ პროგრესულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

2020 წლის არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება – “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება (ვიდეო)

magti 5g