LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოზნანის სტადიონის მოედნის საფარმა ძალიან იმოქმედა ჩვენს სათამაშო სტილზე, მიხარია, რომ ახლა კარგ საფარზე ვითამაშებთ… მჯერა, შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება“ – დღეს საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება

125
ეროვნული ნაკრები

დღეს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების წევრმა ლაშა დვალი გუნდის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:

„მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ.

პოზნანის სტადიონის მოედნის საფარმა ძალიან იმოქმედა ჩვენს სათამაშო სტილზე. მიხარია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება“, – აღნიშნა ლაშა დვალმა.

ამასთან, როგორც ვილი სანიოლმა აღნიშნა, ნაკრებმა ძალები მაქსიმალურად აღიდგინა:

„უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.

ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია“, – თქვა ვილი სანიოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g