LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღა შესაძლოა მეტროდან ამოსული ადამიანების სითბოთი გაათბონ

114
Screenshot 2024-10-25 141325

პრაღა აპირებს, რომ მეტროს გეოთერმული ენერგია ახალი სახლების გასათბობად და გასაგრილებლად გამოიყენოს. ამისათვის, მეტროს მშენებარე ხაზში ე.წ. სითბოს ტუმბოები დაამონტაჟეს.

მეტროს გვირაბის გარშემო გრუნტი სითბოს იმ ნაწილს შეაგროვებს, რომელიც მატარებლის გადაადგილების დროს მგზავრების ნაკადის გამო წარმოიქმნება.

სითბოს ტუმბოები ძალიან ეფექტურია: ერთ კილოვატ-საათ ელექტროენერგიაზე მათ 30-დან 5 კილოვატ-საათამდე სითბოს წარმოება შეუძლიათ. რაც შეეხება პრაღის ახალ უბანს, იქ 200 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის 17 შენობის აგება იგეგმება და ამ უბანს წელიწადში 10-დან 15 ათას მეგავატ-საათამდე ენერგია დასჭირდება.

მეტროს გეოთერმულ ენერგიას უკვე იყენებენ ავსტრიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში. პრაღის პროექტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

გეოთერმული ენერგიის გამოყენება ქალაქის კლიმატური გეგმის ნაწილია და მისი მიზანი მავნე გამონაბოლქვის შემცირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები