LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის პაბებში ღამის ექსკურსიები აიკრძალა

123
4000

პრაღაში ტურისტული ჯგუფები ღამ-ღამობით პაბებსა თუ სხვა ალკოჰოლურ დაწესებულებებში გასეირნებას ვეღარ შეძლებენ. 22:00 საათიდან 6:00 საათამდე ასეთ დაწესებულებებში მოხვედრა მხოლოდ მეგობრებთან ან მარტო იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ The Guardian წერს.

ჩინოვნიკების თქმით, მთვრალი ტურისტების ჯგუფები, რომლებიც ღამის ლუდის ტურებს აწყობენ, ქალაქის რეპუტაციას აფუჭებენ, ძალიან ხმაურობენ და გარემოსაც აბინძურებენ.

აკრძალვის სანაცვლოდ მერიას იმედი აქვს, რომ „უფრო კულტურულ“ ტურისტებს მოიზიდავს, ისეთებს რომლებიც პრაღას არა ღამის ცხოვრების, არამედ ისტორიისა და კულტურის გამო აკითხავენ.

პრაღა, სადაც 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დიდი ხანია ლუდის მსოფლიო დედაქალაქად ითვლება და ხმაურიანი წვეულებებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებას წარმოადგენს.

ამასთან, ადგილობრივები სულ უფრო ხშირად ამბობენ ალკოჰოლზე უარს. ლუდის ჩეხური ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად თითო პრაღელზე საშუალოდ 128 ლიტრი ლუდი მოდის, რაც 1963 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები