„პრაქტიკული მაგია“ მეორე ნაწილით ბრუნდება. გადაღებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ პირველმა ნიკოლ კიდმანმა გვაცნობა. მას პარტნიორობას კვლავ სანდრა ბულოკი გაუწევს.
„ჯადოქრები ბრუნდებიან – დები ოუენსების პირველი დღე გადასაღებ მოედანზე“, – დაწერა კიდმანმა „ინსტაგრამზე“.
შეგახსენებთ, რომანტიკული ფენტეზი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. მისმა შემოსავალმა სულ რაღაც 68 მილიონი დოლარი შეადგინა.
„პრაქტიკული მაგია 2“-ის პრემიერა 2026 წლის 18 სექტემბერს შედგება.
„პრაქტიკული მაგია“ 26 წლის შემდეგ, „სიქველით“ ბრუნდება



