ინგლისის ჩემპიონატის მკვიდრი- უელსური “სუონსის” მთავარი მწვრთნელი გარი მონკი ინგლისის პრემიერ-ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
მონკის თაოსნობით “სუონსიმ” 4- მატჩიდან 2 მოიგო ორი კი ფრედ დაასრულა. უელსური კლუბის აქტივში 8 ქულაა. ამ შედეგით “სუონსი” მე-4 ადგილს იკავებს.
აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბუთელის წოდებისთვის “სუონსის” ორი მოთამაშე: ანდრე აიუ და ბაფატემბი გომისი იბრძოლებს.
გომისის ანგარიშზე 4 გოლია, აიუმ კი 3 გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.