LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდებს

53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ ძალებს განცხადებით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდებს. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ კოდექსს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება.
პრემიერის თქმით, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე უნდა შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი.
”ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსესუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა. მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g