LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს” – PSP განცხადებას ავრცელებს

126
Untitled design (1)

PSP პრემიერ-მინისტრის განცხადებას სააფთიაქო ქსელებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.

ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება”, – აღნიშნულია PSP-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, PSP-ს ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა კატეგორიულად მიუღებელია.

„ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია – პსპ, რომ თითქოს პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ვიცი, რომ დავალებაა ეს (ასეთი ინფორმაცია არსებობს, რასაც რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება). კერძოდ, გამყიდველი ეუბნება – რომელი გნებავთ, ხარისხიანი და ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის მტრობა, როგორ შეიძლება ასეთი უმსგავსობა, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანო. პენსიონერი და სხვა ბევრი გაჭირვებული ყიდულობს წამალს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინც შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, ამაზე მქონდა საუბარი ზურა აზარაშვილთან და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და ეს მათთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მთავარი ვალდებულება ჩვენი, ყველას მინდა შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას, არის ხალხზე ზრუნვა. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ახლა პარლამენტში გვაქვს შეტანილი ახალი კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, მოსახლეობა დიდ თანხებს დაზოგავს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები