LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა! – კონცეპტArt 21 ივნისს წარმოგიდგენთ პროექტს: ACOLADA კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის

483
კონცეპტArt

ACOLADA თიბისი კონცეპტი, Mastercard-ი და ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt 21 ივნისს წარმოგიდგენთ პროექტს – ACOLADA კლასიკური მუსიკა ბავშვებისთვის.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, მისი მიზანია ბავშვების კომპლექსური და კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა – მუსიკის მოსმენის პარალელურად მათ ექნებათ შესაძლებლობა დახატონ თავიანთი შთაბეჭდილებები.

„პროექტი გათვლილია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მომზადებული მუსიკალური პროგრამის გარდა, წარმოგიდგენთ ჩვენს არტისტებს/მთხრობელებს.

მუსიკოსები: სესილია სანებლიძე (ვიოლინო), მილენა ჯალალბეკოვა (ვიოლინო), ელენე გოგოძე (ალტი) და გიორგი გურგენაძე (ჩელო).

არტისტების მიზანია მუსიკალური წარმოდგენა გახადონ ინტერაქციული და საინტერესო. პროგრამაში გაერთიანებული იქნება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები: გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, მოცარტი, ჰაიდნი და ა.შ პრემიერა გაიმართება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.

პროექტისთვის ACOLADA სასცენო კოსტიუმები შექმნა დიზაინერმა ლაშა გაბუნიამ. დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე, კრეატიული პროდიუსერი – თეო ჯორბენაძე. თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათების მფლობელებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g