27 წლის პოპ-ვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ამჯერად რეჟისორის როლი მოირგო და შეყვარებულს, 23 წლის კოდი სიმპსონს კლიპი გადაუღო.
კომპოზიციაზე Captain’s Dance გადაღებულ კლიპში, ავსტრალიელი მომღერალი მეზღვაურის როლში გვევლინება, რომელიც უცნაურ „ლუქებს“ ირგებს და მაილის მიერ გაკეთებული მაკიაჟით პოზირებს.
„კლიპის იდეა სააბაზანო ოთახში მოგვივიდა, როდესაც მაილი ტუჩსაცხების კოლექციას მაჩვენებდა, მე მას სრული შემოქმედებითი თავისუფლება მივეცი“, – აცხადებს კოდი.