LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერად არა, ღმერთმა დაგვიფაროს“ – იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილზე

196
იაგო ხვიჩია, სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი წინა არჩევნებზე „ქოცების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ახლა „ნაცების“ საპრემიერო კანდიდატი რომ იყოს, საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტად დაანახებს იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრებთ“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რას ფიქრობს „გირჩის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციების შესახებ, ასევე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან განაცხადა, რომ მისი„პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად”

გიგი უგულავა: „ჩემი პირადი აზრია, რომ პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს“

როგორც უგულავამ „ფორმულას” ეთერში აღნიშნა, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, გააერთიანოს ოთხი ოპოზიციური პარტიის შესაძლებლობები.

„სინამდვილეში, ქართული პოლიტიკური სპექტრი სამად იყოფა: „ქოცები“, „ნაცები“, ანუ ქარტიის ხელმომწერი მხარე და „გირჩი“, რომელიც გასაგები მიზეზებით არ აწერს ხელს. იქ რაც წერია, იმაზე ხელის მოწერა არ შეიძლება. ზურაბიშვილმა ირიბად, მაგრამ მაინც გასაგები გახადა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მონახაზი, მას ამ ქმედებას ვუწონებ. უგულავას ამ აზრშიც არის ლოგიკა. სალომე ზურაბიშვილი წინა არჩევნებზე „ქოცების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ახლა „ნაცების“ საპრემიერო კანდიდატი რომ იყოს, საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტად დაანახებს იმ რეალობას, რაშიც ვცხოვრებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ხვიჩიამ აღნიშნა:

„არ ვიცი, ჩემი საქმე რატომაა, ქალბატონი სალომე იქნება თუ არა მის მიერ შექმნილი ქარტიის საპრემიერო კანდიდატი, მაგრამ მას იმ ქარტიის საპრემიერო კანდიდატად მხარს დავუჭერდი. პრემიერად არა, ღმერთმა დაგვიფაროს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g