LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ბაქოში მიემგზავრება: “როცა ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება”

57
1622183464-alievi-da-irakli

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მიემგზავრება ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში სასარგებლო წვლილი საქართველომაც შეიტანოს.

“30 წლის განმავლობაში, ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების ჩართულობით ერთად შევძელით წარმატებული პრეცედენტის შექმნა, როცა საქართველომ მედიაცია განახორციელა ჩვენს მოძმე, მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ურთიერთთანამშრომლობის და მედიაციის ეს წარმატებული მაგალითი შედგა. ეს ფაქტი ფართოდ აღიარებული და მოწონებული იქნა ამერიკის მთავრობისა და ევროკავშირის მხრიდან. ყველას მხრიდან ჩვენ გვქონდა მხოლოდ მოწონება და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული პირად საუბრებში, თუ საჯაროდ აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, გასულ ღამით, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს ხანში სომხეთშიც ჩავა.

„ნდობა გვაქვს რაც მთავარია, და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g