საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში კანონის უზენაესობა არის დაცული.
“გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის საუბრის ჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა, ჩვენ ე.წ. ქინძის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ , იმიტომ, რომ დღეს ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა არის და იქნება დაცული და ვერც ერთი მოქალაქე ვერ დადგება კანონზე მაღლა, ვერც “ქინძი” და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.