LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს 

141
Untitled-design-114

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მეორე სამიტზე საქართველოს გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრებს. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს სამიტის დაწყების წინ განუცხადა, დააფიქსირებს პოზიციას, რომ „საქართველო არის მზად, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე, განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენ, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაშიც და მთელ მსოფლიოში. ჩვენი დიდი ოცნებაა, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობა შეინარჩუნა და განამტკიცა და მშვიდობიანი პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ მიჰყავთ.

„არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g