LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „ევროკომისარმა ტერაქტთან დაკავშირებით გამაფრთხილა… ბოლო პერიოდში ორი ტერაქტი განხორციელდა, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუსშია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია – გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილი იყო შესაძლო აქტის ადრესატი“

173
ირაკლი კობახიძე

„ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, სლოვაკეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა სუსის მიერ „ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული.

„ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში და მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური.

ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

„ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.“

თქვენ გახსოვთ ასევე, სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან. მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. მან აღიარა, რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას.

მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიას არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან ქილერები. ეს არ იყო რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც მესენჯერი იმისათვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები რა თქმა, უნდა არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში როლსა და მისი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან.

„საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება“ – ირაკლი კობახიძე

„ეს ყველაფერი არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია და ამისათვის სახელმწიფო, რა თმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე. ამის მიღმაც, მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი.

ხაზი მინდა, გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება, აქედან გამომდინარე ადრესატი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი.

ჩემს მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ ის ყო ზოგადი შინაარსის. შესაბამისად, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან.

„იმედი მაქვს, სუს-ი ნათელს მოჰფენს ფაქტს, რასაც ჰქვია საქართველოში გადატრიალების მოწყობა ტერორისტული აქტის მომზადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ – გურამ მაჭარაშვილი

რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის, რომ როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან პირველ რიგში სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

magti 5g