LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „ომი 2008 წელს გადავიტანეთ და რუსეთი ჩვენი მიწების ოკუპაციას განაგრძობს.. გამოწვევის მიუხედავად, უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა შევძელით“

125
ing (1)

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი ჩვენი მიწების ოკუპაციას განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა შეძლო:

„რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ – ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს და მას შემდეგ, რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი მიწების ოკუპაციას განაგრძობს.

თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ევრაზიის ახალი განთიადი“.

ღარიბაშვილი: „მადლობას ვუხდი ევროკავშირის ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილებას.. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები