LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს: დამამთავრებინეთ, ზრდილობა იქონიეთ – კითხვა არ არის, როცა მე ვსაუბრობ

1596
ირაკლი ღარიბაშვილი

„ქვეყანას ესენი გადააქცევენ მეორე პოლიგონად, ეს იყო მიზანი. მეკითხებოდით, ბატონ არახამიას ეს უნდოდაო?! არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ“, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და იქვე მიუთითა, რომ მედიის წარმომადგენლებს ამაზე პროტესტი არ უჩნდებათ:

„აი, ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ჩვენ აქ მშვიდად ვიდგებოდით?

ქვეყანას ესენი გადააქცევენ მეორე პოლიგონად, ეს იყო მიზანი. მეკითხებოდით, ბატონ არახამიას ეს უნდოდაო?! არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ.

„არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია ქვეყანაში არ ხდება – არასდროს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერი ვარ, მე ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ“ – ღარიბაშვილი

თქვენ ქართველები ხომ ხართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ხომ ხართ? ამაზე რატომ არ შეტკივათ გული? ე.ი ვიღაცა სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა.. რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთი და იგივეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ინა ცარციძის კითხვაზე, ვის წინააღმდეგ მოქმედებს უკრაინის ხელისუფლება, ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„დამამთავრებინე, თქვენი სახელი? ინა, ზრდილობა იქონიეთ ძალიან გთხოვთ. ეს კითხვა არ არის, როცა მე ვსაუბრობ.. მე მგონი მოვრჩით ხომ? შემდეგი კითხვა, ბევრი ვისაუბრეთ, აბა კარგად.“ – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„მიუღებელია აგრესიული, აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში.. პროპაგანდა, რომელიც სქესის გადაკეთებას ეხება და თუ ამის გამო, ვიღაცას მმართველ ძალასთან თანამშრომლობა არ უნდა, ეს მათი სურვილია“ – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g