მოსალოდნელი იყო, რომ მინისტრთა კაბინეტი თითქმის იგივე შემადგენლობით შენარჩუნებული იქნებოდა – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში
მისი თქმით, ორი ახალი სახის გამოჩენა დაკავშირებულია იმასთან, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილია პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისად, მის თანამდებობას მისივე ყოფილი მოადგილე დაიკავებს.
რვა შვილი და მრავალწლიანი კარიერა – ვინ არის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი
რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებას, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პრემიერ-მინისტრის ცვლილებას უკავშირდებოდეს.
„ფაქტობრივად, რადიკალურ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, არამგონია სუსტი მინისტრი იყო, ყოველშემთხვევაში მას ობიექტური ფაქტორები უწყობდა ხელს, რადგან მისი სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ ლარს აღემატებოდა. ის ცდილობდა წარმოედგინა – რა წარმატებით მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილს მიემართა თხოვნით აღარ დაეკავებინა პოსტი მინისტრთა კაბინეტში.
“გულწრფელად ვთხოვე, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს” – მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს
გიორგი გახარია, რომ დარჩენილიყო პოსტზე, ალბათ, ქალბატონი ცქიტიშვილი შეინარჩუნებდა თანამდებობას. არამგონია, მას განეცხადებინა, რომ მიდის პოლიტიკიდან. ალბათ, ამ შემთხვევაში პრემიერის ცვლილების ფაქტორთან გვაქვს საქმე”.- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.
ამავე თემაზე:
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა