პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ელოდება სადამკვირვებლო მისიას, რათა 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა.მან აღნიშნა, რომ წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.
“ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან. ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, – განაცახადა მან და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.