LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ბიჭვინთაზე: „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას“

128
სალომე ზურაბიშვილი

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას“, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.

ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ #ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“. – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.

დღესვე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g