LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში” – ირაკლი ქადაგიშვილი

62
ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკო-ს პროფესიული წევრების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს თავისი პირადი პასუხისმგებლობა ცესკო-ს პროფესიული წევრების მის მიერ წარდგენილ სიაზე

“კანონში უნდა იყოს გაწერილი უფრო მკაფიოდ ის კრიტერიუმები, რითაც პრეზიდენტი შეარჩევს, საბოლოო ჯამში, პროფესიული ნიშნით ასარჩევ წევრებს”

ქადაგიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობენ ისეთი არც პოლიტიკური არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის ისეთი ხარისხი, რომ მათგან წარდგენილ კანდიდატს ექნება მაღალი ნდობა.

„ერთ-ერთი განსაკუთრებული აქცენტი პროფესიონალური ნიშნით წარსადგენი კომისიის წევრების შერჩევის მექანიზმებზე იყო. ცალსახად არ არსებობს საქართველოში, სამწუხაროდ, არც პოლიტიკური, არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც სხვა რაიმე აკადემიური წრე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რომ მაინც და მაინც მათგან წარდგენილი პირი ან მათი ფილტრგავლილი პირი იქნება მაღალი ნდობით აღჭურვილი. რა თქმა უნდა, კანონმა უფრო კონკრეტულად და გამჭვირვალედ უნდა ასახოს პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები, მაგრამ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, მას უნდა ჰქონეს თავისი პირადი პასუხისმგებლობა მის მიერ წარდგენილ სიასთან დაკავშირებით. კანონში უნდა იყოს გაწერილი უფრო მკაფიოდ ის კრიტერიუმები, რითაც პრეზიდენტი შეარჩევს, საბოლოო ჯამში, პროფესიული ნიშნით ასარჩევ წევრებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, მაგრამ არჩევანი, მე ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. საკონკურსო კომისია კი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ორგანო, რომლის რეკომენდაციასა და რომლის მიერ გაკეთებულ ფილტრთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g