გიორგი მარგველაშვილი მმართველი პარტიის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ელოდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
რა ფორმატში შედგება შეხვედრა და ვინ დაესწრება მას უმრავლესობის მხრიდან, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე არ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ვენეციაში გაემგზავრა, სადაც 6 ოქტომბერს “ვენეციის კომისიის” პლენარული სხდომა იმართება.