LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გაეროში პრემიერის გამოსვლას იწონებს

114

გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას იწონებს, ამის შესახებ პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას,“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გუშინ გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები