პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.
“პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციისთვის ეზადებოდა. მე და ჩემი გუნდი ვაფიქსირებდით მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით მიგვეღო თანხმობის დოკუმენტი. ქართული ოცნება ვერ გასცდა ტრადიციას, როცა ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდნენ. ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს.
