LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი გურიიდან მნიშვნელოვან თემებსა და მოვლენებზე

174
82299720-4838887082795430-9197231792149495808-o

მეორე დღეა საქართველოს პრეზიდენტი გურიას სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი რეგიონში გუშინ ჩავიდა კალანდობის დღესასწაულზე დასასწრებად. კულტურული ღონისძიებების შემდეგ, პრეზიდენტმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციაც მოისმინა.

შეხვედრის თემებს შორის ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარებზე, მხარის ეკოლოგიაზე, ეკოსისტემასა და მათი შენარჩუნების ხერხებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობა და განვითარების სტრატეგიები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრეზიდენტმა სამ პრობლემურ საკითხზე იმსჯელა: ტენდერების პროცესის მოქნილობა, რეგიონის დეცენტრალიზაცია და მიწის რეგისტრაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

პრეზიდენტს გურიაში ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს

„გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რომლებზე მუშაობასაც ჩემს ადმინისტრაციასთან და სხვა უწყებებთან ერთად ვაპირებ. ეს პრობლემები არ ეხება მხოლოდ გურიის რეგიონს, არამედ საზოგადოა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის კომენტარი ჩორჩანას საკითხზე

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა დღეს სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საკითხი ეფექტურ დიპლომატიურ ქმედებსბს საჭიროებს. ასევე განაცხადა, რომ  “ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და გავააქტიუროთ.”

ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა ინსტალაციები აღმართეს – საქართველოს დეოკუპაციის გეგმა აქვს

„ტერიტორიები, რომლებიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლისა და ბერკეტის ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება. არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან

გურიიდან მიულოცა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე სალომე ზურაბიშვილმა. ერისთავების სასახლიდან პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა.

პრეზიდენტის განცხადებით, დროშა საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა და აღნიშნა, რომ დროშის საზეიმო აღმართვის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევია.

“ჩვენი დროშა ეს არის პირველ რიგში სიმბოლო სახელმწიფოსი, მისი ერთიანობის, ეს არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის. ამიტომ ავირჩიეთ ამ წელს ეს ისტორიული ადგილი, ერისთავების ციხესიმაგრე, რათა აქ აღგვემართა დროშა. ვაპირებ, ყოველ წელს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ ამ დღეს, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო დროშა ყველას გვაერთიანებს, ერთიანობის ნიშანი ჩვენი დროშის შუაგულშია – მთავარი ჯვარი არის ერთიანობის ჯვარი. ამ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშა. ამ დროშით ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, ჩვენ ევროპაში უკვე ვართ.

ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის ბერკეტები, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ეს დროშა არის იმის იმედი, რომ საქართველო იქნება გამთლიანებული, რომ ეს დროშა მთელი, სრულიად საქართველოს დროშა არის დღეს და იქნება მომავალშიც. ამ დროშის ქვეშ ძალიან ბევრი ისეთი საქმე კეთდება, რომელიც არის სახელმწიფოებრივი საქმე, ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები, ამ დროშის ქვეშ ჩვენი დიპლომატიური სამსახურები უცხოეთში, ჩვენ გავდივართ უცხოეთში და ვართ ცნობილი ამ დროშით, ყველა პატივს გვცემს ამ დროშის ქვეშ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“მე ხალხს ვუყვარვარ: სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა ყველგან ვივლი, სალობიეშიც ვივლი” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა მომავალ თაობას დროშის და სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ ამ დროშის ქვეს დგომას დამსახურება უნდა.

“ჩვენ ამ დროშის ღირსი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ, გავერთიანდეთ ჯერ ჩვენს შორის, საზოგადოებაში. ეს დროშა მოგვეცა, რამდენი საუკუნეა, რომ ამ დროშის ქვეშ ჩვენი გმირები იბრძვიან, ძალიან ბევრი დაიღუპა ამ დროშის ქვეშ, შემდეგ სხვა დროშის ქვეშ, მაგრამ ეს არის რეალურად ერთიანი დროშა ჩვენი ისტორიისა. ჩვენ რომ ვიყოთ ამის ღირსი, უნდა დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რაც დგას ამ დროშის უკან, ეს არის ქრისტიანობა თავისი სიყვარულით. ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ვიქნებით დაპირისპირებული და დაყოფილი ბანაკებად, არც ამ დროშის, არც ამ ქვეყნის ღირსი არ ვიქნებით”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g