LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩორჩანაში საოკუპაციო ძალებმა ინსტალაციები აღმართეს – საქართველოს დეოკუპაციის გეგმა აქვს

150
BeFunky-collage (17) (1)

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და მას ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილავენ. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი და აღნიშნული საკითხი იქნება მთავარი თემა ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს  პერიმეტრზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები  საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს,” – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებას დეოკუპაციის განსაკუთრებული გეგმა აქვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება საკითხის მშვიდობიანი მოგვარების გზა.

„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ეს არის მშვიდობიანი გადაწყვეტილებები და ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყველა იმ მიღწევის, იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ესაა განათლება, სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები, მოგზაურობის შესაძლებლობა, ბიზნესის პროექტები თუ შესაძლებლობები. ეს არის პროგრამა, რომელიც რეალურად იქ მყოფი ადამიანებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს. ამ პროგრამის ინიცირების შემდეგ, რეალურად, საოკუპაციო რეჟიმის რეაქცია იყო საკმაოდ დესტრუქციული, მათ ჩაკეტეს პუნქტები, მათ გააკეთეს აბსოლუტურად ისეთი რეაქციები, რომელიც ადამიანის ინტერესების წინააღმდეგ არის. წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ პროგრამის ინიცირება მოახდინა და სულ უფრო მეტად ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს რეალურ შესაძლებლობებს, რეალურ დაცვას, სახელმწიფო სერვისებს, განათლებას, ჯანდაცვას და ამ ფონზე რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრებ ადამიანებს არაფერს სთავაზობს, ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ საჭიროებებს, ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ მილიტარისტულ რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს წლიდან-წლამდე. ეს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ძალიან კარგად ესმით. მეტად იზრდება უკმაყოფილება, რადგან ხედავენ, რომ ხდება განვითარება, საქართველო დღეს უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროპის ეკონომიკაში და ყოველდღიურად არაერთი სასიკეთო ცვლილება ხორციელდება“, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

ჩორჩანასთან ოკუპანტების ტექნიკის გადაადგილება მიზანმიმართული პროვოკაციაა – სუს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები