LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩორჩანასთან ოკუპანტების ტექნიკის გადაადგილება მიზანმიმართული პროვოკაციაა – სუს

257
0720-georgia-borders-58982b8f61392

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ჩვენს საზღვრის დარღვევას ვერავინ შეძლებს“- საოკუპაციო რეჟიმმა ჯავშანტექნიკით პატრულირება დაიწყო

როგორც სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე თქმით, საკითხს განიხილავენ 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.

პოპულალურები