LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოება უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული

55
სალომე ზურაბიშვილი

„იმისათვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების დაჯილდოების დროს განაცხადა.

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

სალომე ზურაბიშვილმა გუდაურის გმირები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა და სიტყვით გამოსვლის დროს უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, უკვე იგეგმება ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ძალიან საჭირო და სწორი გადაწყვეტილებაა:

„შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გაწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გაწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული.

მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია.

მე ახლახან ვიყავი სვანეთში, არ შეიძლება, არ გავიხსენო ხერგიანი და სხვა ძალიან ცნობილი ალპინისტები, ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან, ქვეყნისათვის, რომელსაც ღმერთმა კავკასიის მთები არგუნა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები ,,სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g