პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს „მკაცრად გმობს“ და „დაუშვებელ დარღვევად“ აფასებს.
აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი შესაბამის განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ - რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში
"ჩვენ გვინდა არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები"
„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა.“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს