LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე: გამოვდივარ ინიციატივით, დავხვეწოთ შეწყალების უფლება

208
image013

პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის რამაზ დევაძის შეწყალების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება.

“არ გეტყვით, რატომ შევიწყალე” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული ფაქტის გამო საზოგადოებაში გაჩენილი ვნებათაღელვის შემდეგ, გამოდის ინციატივით, დაჩქარდეს შეწყალების უფლების გამოყენების კრიტერიმუმების დახვეწა.

“შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი.

იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა”- წერს ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ასევე წერს, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთერთი მთავარი საყრდენია და რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება პოლიციელების ერთგულებასა და თავდადებაზეა დაფუძნებული.

,,და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული.

ამიტომ, თუ ჩემი გადაწვყეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი

შეგახსენებთ, ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მოგვიანებით „ბათუმელებმა“ დაწერა, რომ რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი, ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წლის სექტემბერში 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. პრეზიდენტის შეწყალების შედეგად მან საპატიმრო 4 წელიწადში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები