პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის.