პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ შავი ჯიპების ფონზე ჩაიარა. პარლამენტის ეზოში განთავსებული ჯიპების სურათი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“მხოლოდ შავ ჯიპს შეუძლია სალომეს სმენა. ან მხოლოდ შავ ჯიპს ეკუთვნის მისი მოსმენა,” – წერს გიგი უგულავა “ფეისბუქზე”.
ფოტოს აზიარებს “პარტიზანი მებაღეების” აქტივისტი ნანტა ფერაძეც.
„ჩვენი მთავრობის ესთეტიკა და პრიორიტეტები
შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,“ – წერს ფერაძე.
საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შავი ჯიპების “წინააღმდეგ” ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები რამდენჯერმე გააკეთეს, თუმცა სიტუაცია არ იცვლება.
ვიდეოს ავტორი: ლევან კალანდია