LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მხრიდან პროცესი ინიცირებული თუ იქნება, მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ: ბადრი ჯაფარიძე

54
ბადრი ჯაფარიძე

პრეზიდენტის მხრიდან პროცესი ინიცირებული თუ იქნება, მასში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რათა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეესკალაცია მოხდეს და ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრების რეჟიმში გადავიდეთ

ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივას პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება. მისივე თქმით, მსგავსი ინიციატივა არის გადაუდებელი აუცილებლობა, რათა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება მოხერხდეს.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი ეროვნული მასშტაბით უახლესი ისტორიის საერთო აღქმაზე საუბრობს.

„პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოპულარულები