პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.