LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი დაქორწინდნენ (ფოტო)

6897508-0-image-a-71_1543713078787

პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. ამ დღეებში, 36 წლის მსახიობი, მასზე 10 წლით უმცროს მომღერალზე დაქორწინდა. ქორწინების ცერემონია პატარძლის სამშობლოში, ინდოეთში, ვარსკვლავური წყვილის ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წრეში გაიმართა.

საინტერესოა, რომ საზეიმო ღონისძიებას რესპუბლიკის ყველაზე ძვირადღირებულმა რეზიდენციამ ჯოდხპურში, უმაიდ-ბხავანმა უმასპინძლა. ინსაიდერის ინფორმაციით, საღამოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ შუათანა ძმის გასამხნევებლად ამერიკიდან სამხრეთ აზიაში, ჯონასები სრული შემადგენლობით ჩავიდნენ.

 

View this post on Instagram

 

Family.

A post shared by Nick Jonas (@nickjonas) on

ფოტოებიდან, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ირკვევა, რომ წვეულება ინდურ სტილში, ტრადიციების სრული დაცვით წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ ნიკმა პრიანკას ხელი 27 ივლისს, სწორედ იმ დღეს სთხოვა, როცა ინდოელი ვარსკვლავი ლონდონში დაბადების დღეს აღნიშნავდა. წყვილის ნიშნობა 18 აგვისტოს მუმბაიში შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები