პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის თაფლობის თვე გრძელდება. წყვილმა ამჯერად შვებულება აიღო და მაიამიში გაემგზავრა, სადაც მეუღლეები ჯო ჯონასთან და სოფი ტერნერთან ერთად ისვენებენ. პაპარაცების ობიექტივში მოხვდა იახტაზე მყოფი ჩოპრა და ჯონასი. ყოფილი „მის მსოფლიო“ შავი ფერის საცურაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი და სულაც არ ადარდებდა, რომ მისი პარამეტრები დიდი ხანია გასცდა მსოფლიო სილამაზის სტანდარტებს. პრიანკამ ბოლო დროს საგრძნობლად მოიმატა წონაში, თუმც მაინც შეუდარებელია.
პაპარაცების ობიექტივში მოხდა კადრები, როგორ ერთობიან ძმები ჯონასები მეუღლეებთან ერთად.