ორი წლის პრინცი ჯორჯი დიდ ბრიტანეთში პირველ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. პატარა პრინცი ქეით მიდლტონთან და პრინც უილიამთან ერთად ტრადიცულ Royal International Air Tattoo-ზე იმყოფებოდა, რომელიც გლოსტერშირში იმართება.
ფოტოებიდან ჩანს, რომ საავიაციო შოუმ პრინც ჯორჯზე დიდი გავლენა მოახდინა. ის ემოციურად ადევნებდა თვალს ღონისძიებას. პატარა ჯორჯი აკადემიურად, თეთრ ზედასა და მოკლე შარვალში იყო წარმოდგენილი. ასევე აკადემიური სტილი აირჩია საავიაციო შოუზე სტუმრობისთვის ქეით მიდლტონმა. მას ლურჯი კაბა და შავი პიჯაკი ეცვა.
