LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც უილიამისა და ქეითის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა

429
ქეით

83 წლის ქალი ჰოსპიტალში მას შემდეგ მოხვდა, რაც სამეფო ოჯახის ესკორტის წევრი მას მოტოციკლით დაეჯახა. სასახლის სპიკერი აცხადებს, რომ ამის გამო სამეფო წყვილი ძალიან დანაღვლიანებულია და ისინი დაზარალებულთან მუდმივ კონტაქტზე იქნებიან.

ქალი, სახელად ირენი, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. “სამეფო უმაღლესობა ირენს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს და მისი გამოჯანმრთელების ყველა ეტაპს დააკვირდება”, – აცხადებს სასახლის წარმომადგენელი. ცნობილია, რომ წყვილმა 83 წლის ქალს ყავილები გაუგზავნა.

“ბიბისი” წერს, რომ დაწყებულია გამოძიება. პოლიციის დამოუკიდებელი ოფიცერი ამბობს, რომ გამოძიება შეჯახების გარემოებების გასარკვევად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დამოუკიდებელ გამოძიებას სამეფო ოჯახიც აპირებს.

შემთხვევის დროს უილიამი და ქეითი უინძორიდან წმინდა ჯორჯის სახელობის ეკლესიისკენ მიდიოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები