სულ მალე ბრიტანეთში „რომან დენსის“ აუქციონზე პრინცესა დაიანას კუთვნილ ავტომობილს გასაყიდად გამოიტანენ. ეს გახლავთ „ფორდ ესკორტი“ , რომელიც პრინცმა ჩარლზმა დაიანას 1981 წელს, ნიშნობაზე საქორწილოდ აჩუქა. მანქანა ფანტასტიკურად გამოიყურება, მისი სალონი ზუსტად ისეთია, როგორიც 80-იანეში და ის არასოდეს შეუღებავთ. მანქანას აქვს თილისმაც, ვერცხლისფერი ბაყაყი, რომელიც დაიანას დამ, სარა სპენსერმა აჩუქა.
პრინცესა დაიანას ამ მანქანით 1982 წლამდე ხშირად ჩნდებოდა, მოგვიანებით კი ის გაიყიდა მფლობელი უცნობი მამაკაცია, რომელიც დაიანას თაყვანისმცემელი იყო. მანქანის საწყისი ფასი 56 ათასი დოლარია.