პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან უკვე წლებია გასული, თუმცა, მის გარშემო საუბრები და ისტორიების არ ცხრება. ის ყველას ახსოვს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პრინცესა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, თავისი დამოუკიდებელი ხასიათით, ტრადიციებისადმი შეურიგებლობით და დაპირისპირებებით, რომელმაც მთელი ბრიტანეთი ფეხზე დააყენა. „გულების პრინცესას“ კულტი ბრიტანელებში დღემდე ცოცხლობს. მასში ხან ქეით მიდლტონს ხედავენ, ხან მეგან მარკლის, მაგრამ, ფაქტია, დაიანას შეცვლა მაინც ვერავინ შეძლო.
დღეს ინტერვიუში ვრცელდება პრინცესა დაიანას 27 წლის წინ გადაღებული ფოტოები, რომლებიც კარიბის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ ბარბუდაზეა გადაღებული. დაიანა უბედნიერესი ჩანს ყველა ფოტოზე, რომელიც არქივს ამ პერიოდიდან შემორჩა. ამ დროს დაიანა უკვე იმყოფებოდა ურთიერთობაში დოდი ალფაიედისთან, სწორედ რამდენიმე თვეში ამ ფოტოებიდან პრინცესა დაიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.