„ბიბისის“ ეთერში გასული პრინცესა დაიანას ინტერვიუ დღეს კიდევ უფრო სკანდალური ხდება. ამის მიზეზი კი ახალი გამოძიებაა, რომელმაც დაადგინა, რომ გადაცემა „პანორამასათვის“ მიცემული ინტერვიუ იძულებით იყო მიცემული. ეს ინტერვიუ ეთერში 1995 წელს გავიდა და ის 23 მილიონმა ადამიანმა ნახა. აქ დაიანამ ისაუბრა პრობლემებზე პრინც ჩარლზთან და მეუღლის რომანზე კამილა პარკერ-ბოულზთან. ზუსტად ინტერვიუდან ერთ თვეში დაიანა და ჩარლზი განქორწინდნენ.
ინტერვიუს ეთერში გასვლის დღიდან არსებობდა მოსაზრება იმაზე, რომ თავად დაიანა ინტერვიუს დროს ძალიან აღელვებული იყო. „ბიბისი“ წლების მანძილზე აწარმოებდა გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც არაერთხელ დაიკითხა გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი მარტინ ბაშირი. მხოლოდ წლების შემდეგ შიდა მოკვლევამ დაადგინა, რომ ბაშირმა პრინცესა დაინას აჩვენა ყალბი აბორტის ცნობა, რომელიც მისი მტკიცებით, სამეფო ოჯახის ძიძას, ტიგი ლერკ-ბურკს ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ვითომ ჩარლზისგან იყო ორსულად. ამ საბუთის ნახვის შემდეგ ლედი დიმ ინტერვიუს მიცემა გადაწყვიტა.
ინფორმაცია „ბიბისის“ მაშინდელმა დიზაინერმა დაადასტურა, რომელმაც აღიარა, რომ თავის დროზე ბაშირმა მას მუქარის ძალით, ყალბი ცნობის დამზადება მოსთხოვა.





