2020 წელი სამეფო ოჯახისთვის სკანდალებით დაიწყო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრინცესა დაიანას ძმისშვილი, ლეიდი კიტი სპენსერი თხოვდება. მისი რჩეული 60 წლის მილიარდერი მაიკლ ლუისია. ამ უკანასკნელის ქონება 80 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. ცნობილი ხდება, რომ ლუისმა 29 წლის ლამაზმანს ხელი შობის დღესასწაულზე სთხოვა.
ამ ეტაპზე წყვილი ქორწილის თარიღზე არ საუბრობს, თუმცა ბოლო დროს ისინი ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაიკლ ლუისი მხოლოდ 5 წლითაა უფროსი კიტი სპენსერის მამაზე, პრინცესა დაიანას ძმაზე, ჩარლზ სპენსერზე.







