LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანასთან ქორწინების 40 წლის იუბილეზე პრინცი ჩარლზი სამოგზაუროდ მარტო გაემგზავრა

384
prnccharlewsnews

პრინცი ჩარლზი ოფიციალური ვიზირით შოტლანდიაში იმყოფება. 72 წლის მონარქმა ვიზიტი პრინცესა დაიანასთან ქორწინების 40 წლის იუბილეს დაამთხვია. საინტერესოა, რომ სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, ჩარლზმა მოგზაურობა მარტო გადაწყვიტა და მას თან არ ახლდა კამილა პარკერ-ბოულზი. ჩარლზმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი მოიარა, გაისეირნა სანაპიროზე და ადგილობრივებსაც შეხვდა.

ვერასოდეს შევეგუები, რომ შენ მიგატოვა და კამილასთან წავიდა – პრინც ფილიპის უცნობი წერილი პრინცესა დაიანას

ვიზიტის დღეს პრინცი ჩარლზი ნაციონალურ სამოსში იყო გამოწყობილი. ცხადია მას კომენტარი არ გაუკეთებია პრინცესა დაიანასთან ქორწინების იუბილეზე. არადა ზუსტად ამ დღეს, 1981 წელს პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწილს საუკუნის მოვლენა უწოდეს.

ფოტო: 10 ულამაზესი კაბა პრინცესა დაიანას გარდერობიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები