დომინიკ ვესტი სერიალ „გვირგვინში“ პრინცი ჩარლზის როლს შეასრულებს. მსახიობი სერიალის მეხუთე სეზონში გამოჩნდება და სავარაუდოდ, მისი გამოჩენა პროექტში პრინცი ჩარლზის და კამილა პარკერის სკანდალს დაემთხვევა. ამ ისტორიაში კი საინტერესო ისაა, რომ თავად დომინიკ ვესტი ცოტა ხნის წინ თავად გახდა ინტრიგის მსხვერპლი, ის პაპარაცებმა მსახიობ ლილი ჯეიმსთან ერთად რომში გამოიჭირეს.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ეკრანებზე სერიალ „გვირგვინის“ მეოთხე სეზონი გამოდის, სადაც ახალგარზრდა პრინც ჩარლზს ჯოშ ო’კონორი განასახიერებს. პრინცესა დაიანას როლს ემა ქორინი ასრულებს, ჯერ უცნიბია, დაბრუნდება თუ არა ის ,,გვირგვინის“ მეხუთე სეზონში.