დღეს, 7 სექტემბერს პრინცი ჯორჯი პირველად წავიდა სკოლაში. პირველ სასწავლო დღეს პატარა პრინცთან ერთად მამა, უილიამი იმყოფებოდა, რომელმაც ვაჟიშვილი Thomas’s Battersea-ს სკოლაში პირადად მიიყვანა და დირექტორი, ჰელენ ჰასლი გააცნო. კენსინგტონის სასახლემ უკვე გაავრცელა ვიდეო, როგორ მიდის პრინცი სასწავლო დაწესებულებაში:
„დღეს დილით, კემბრიჯის ჰერცოგმა პრინცი ჯორჯი ლონდონში მდებარე სკოლაში Thomas’s Battersea მიიყვანა. სკოლის დირექტორი მათ უდიდებულესობებს კართან შეხვდა და ჯორჯი კლასში მიაცილა. ეს პრინცის პირველი დღეა ახალ კლასში“, – განაცხადა სასახლის წარმომადგენელმა.
ვიდეოში ჩანს, რომ დირექტორის გაცნობისას პრინცი ნერვიულობს, რადგან გვერდში მას არ ჰყავს დედა: კეიტ მიდლტონმა ეს მნიშვნელოვანი დღე ორსულობასთან დაკავშირებული ტოქსიკოზის გამო გამოტოვა, თუმცა სწავლის დაწყებამდე კეიტი და უილიამი მშობელთა კრებაზე იმყოფებოდნენ და ჯორჯის მომავალი მასწავლებლები პირადად გაიცნეს.
A post shared by Kensington Palace (@kensingtonroyal) on