LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი, რომელიც “მდაბიოებს გაეჯიბრა”

123
12593627_1676117315989375_6474091393202651211_o

ეს მოხდა შობის დღესასწაულზე, 1985 წელს. ლონდონის რკინიგზის სადგურზე. ერთი მოხუცი, ღარიბულად ჩაცმული აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

გამოიძახეს სასწრაფო, პოლიცია, თუმცა უკვე გვიან იყო, მას ვერავინ უშველა. გარდაცვლილ ბერიკაცს, პირადობის დამადასტურებელი ვერანაირი საბუთი ვერ უპოვეს. ჯიბეში მხოლოდ, რომელიღაც გაუგებარ ენაზე ნაწერი ქაღალდი აღმოუჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს ქაღალდი ტაილანდელ პრინცს – ბირაბონგზე ბანუდეი ბანუბანდას ეკუთვნოდა.

ეს ის მამაკაცი იყო, რომლის სახელსაც ერთ დროს ხვნეშით წარმოთქვამდნენ ავტომობილისტთა წრეებში.

ის მართლა პრინცი იყო, სიამის მეფის დისწული. იგი ადრეულ ბავშვობაში დაობლდა, ამიტომ ბიძამ სამეფო კარზე საკუთარი შვილივით გაზარდა. მონარქს უნდოდა, ყმაწვილ ბირას ევროპაში მიეღო განათლება, ამიტომაც ლონდონში გაგზავნა სასწავლებლად. 1927 წელს ლონდონის მიწაზე ფეხი დადგა ადამიანმა, რომელსაც მაშინ ეჭვადაც კი არ ჰქონდა, რომ რამდენიმე წელიწადში მთელი ევროპა გაიგებდა მის ვინაობას.

ბირა ყველას უყვარდა, მას ყველა აფასებდა. ლონდონის მაღალი წრის საზოგადოებაში ახალგაზრდა აზიელი მოწონებით სარგებლობდა. და აი, 18 წლის იუბილეზე სიამის მეფემ, თავის დისწულს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა, ბიჭს ავტომობილი აჩუქა. ეს ბირასთვის საუკეთესო საჩუქარი იყო, იგი გიჟდებოდა მანქანებზე, სისწრაფეზე და სურდა გამხდარიყო მრბოლელი, მიუხედავად იმისა, რომ მონარქი ბიძა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო: “ეგღა გვაკლია, სამეფო ოჯახის წევრებს, ვიღაც მდაბიოები გვეჯიბრებოდნენ”, – ამბობდა იგი და ყოველმხრივ ცდილობდა წინ აღსდგომოდა დისწულის მისწრაფებებს. მაგრამ მალე, ბირამ თავის ბიძაშვილთან, პრინც ჩულასთან ერთად, დააარსა კომპანია – “თეთრი თაგვი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები