LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ბავშვების გარეთ გაყვანისა და წესების დარღვევის გამო მკაცრად გააკრიტიკეს

231
midltonwilliam2012

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. ამის მიზეზი კი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დადგენილი საკარანტინე წესების უხეში დარღვევაა. პრინცი უილიამი და ქეითი, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, კვირას საღამოს, სანდრინგემ-ჰაუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღეს. წყვილი შვილებთან, ასევე უელსის გრაფ ედვარდთან და მის მეუღლესთან ერთად სასეირნოდ იყო გასული. წესების მიხედვით, გარე პერიმეტრზე დისტანცია უნდა იყოს დაცული, ასევე ჯგუფურად ექვს კაცზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია.

ფოტოები გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა და მალევე გამოცემამ სამეფო ოჯახის სახელით ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ოჯახს სპეციალური საშვი გააჩნდა. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, სამეფო ოჯახის წევრებს სპეციალური გამაფრთხილებელი ბარათები დაეგზავნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები